Accentnews.ge
"მნიშვნელოვანია, ბევრნი ვიყოთ" - პოლიტიკოსები შემდეგ გეგმებზე განცხადებას 19:00 საათზე გააკეთებენ

"მნიშვნელოვანია, ბევრნი ვიყოთ" - პოლიტიკოსები შემდეგ გეგმებზე განცხადებას 19:00 საათზე გააკეთებენ

18/11/2024 08:17:37 პოლიტიკა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მოქალაქეებს მოუწოდა, შეუერთდნენ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე პროტესტს, სადაც დემონსტანტებმა ღამე გაათენეს.

მან თქვა, რომ პოლიტიკოსები შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით განცხადებას სწორედ საღამოს 19:00 საათზე გააკეთებენ.

"დღის მანძილზე შემოგვიერთდით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს საღამოს 7 საათზე რაც შეიძლება ბევრნი ვიყოთ აქ, რადგან შემოდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გავაკეთებთ განცხადებას - რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ, რა მნიშვნელოვანი საკითხებია მომავალში",- თქვა ვაშაძემ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ ლიდერები ადგილზე უწყეტად იქნებიან:

"ფეხს არ მოვიცვლით აქედან. 7 საათზე დიდი შეკრება გავაკეთოთ, რომ გაგაცნოთ შემდეგი გეგმები",- თქვა ხოშტარიამ.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს.

ამ ადგილზე პროტესტი საღამოს 20:00 საათამდე იყო დაანონსებული. ადგილზე 20-ზე მეტი კარავია გაშლილი, რის გამოც გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით: მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S