საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: "საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია"
18/11/2024 09:15:52 პოლიტიკა
"დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის საქართველოს საკითხს განიხილავენ. ევროკავშირის გზაზე აუცილებელი რეფორმების მიმართ საქართველოს მთავრობის არასაკმარისი პოლიტიკური ერთგულების, მათ შორის 9 პრიორიტეტის კუთხით მიღეწეული უმნიშვნელო პროგრესის გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია", , – ამის შესახებ ნათქვამია "პოსტში", რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოცალურ ქსელში ავრცელებს.
ცნობისთვის: დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის საქართველოს საკიტხს განიხილავენ. "100 მილიონზე მეტი გაიყინება, ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო ორგანიზაციებს", – განაცხადაევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა შეხევდრის დაწყებამდე.


