რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „შეშფოთებული ვართ იმით, თუ როგორ ჩატარდა საქართველოში არჩევნები"
18/11/2024 09:45:56 პოლიტიკა
„შეშფოთებული ვართ იმით, თუ როგორ ჩატარდა საქართველოში არჩევნები, ამავდროულად, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ გზაზე შენარჩუნება“, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუმინიტა ოდობესკუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისთვის: დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის საქართველოს საკიტხს განიხილავენ. "100 მილიონზე მეტი გაიყინება, ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო ორგანიზაციებს", – განაცხადაევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა შეხევდრის დაწყებამდე.


