Accentnews.ge
ცაჰკნა: "არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეგვიძლია, მაგრამ, პირველ რიგში, ცხადი უნდა იყოს, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოში"

ცაჰკნა: "არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეგვიძლია, მაგრამ, პირველ რიგში, ცხადი უნდა იყოს, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოში"

18/11/2024 10:35:55 პოლიტიკა

"კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განიხილება, საქართველოს ეხება. ჩვენ შეშფოთებულები ვართ და იქნება დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ცხადია, რომ მმართველი პარტია არ აპირებს მიჰყვეს ევროკავშირისკენ სავალ გზას, რა პირობასაც ის იძლეოდა. ესეც ძალიან საინტერესო დისკუსია იქნება, რადგან ჩვენ ქართველ ხალხს ყოველთვის მხარს ვუჭერდით. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება ამასთან დაკავშირებით. არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეგვიძლია, მაგრამ, პირველ რიგში, ცხადი უნდა იყოს, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოში, რადგან არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და ჩვენ გვაქვს ეს ეჭვები“, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის საქართველოს საკიტხს განიხილავენ. "100 მილიონზე მეტი გაიყინება, ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო ორგანიზაციებს", – განაცხადაევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა შეხევდრის დაწყებამდე.

ცნობისთვის: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ – 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ – 12.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

17 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S