Accentnews.ge
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარესაა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარესაა

18/11/2024 11:05:07 პოლიტიკა

"ევროკავშირი ყოველთვის არის თავისუფლების მხარეს და ამიტომ მხარს უჭერს ქართველ ხალხს. ძალიან სერიოზული ბრალდებები ისმის არჩევნებთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ ეუთო აკვირდება ამ არჩევნებს და ჩვენ მოვუწოდებთ, რომ მართლაც დეტალურად იქნას გაანალიზებული ყველა არსებული მონაცემი, რათა შევძლოთ, შევაფასოთ რა მოხდა რეალურად არჩევნებზე. [...] ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარესაა", – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის საქართველოს საკიტხს განიხილავენ. "100 მილიონზე მეტი გაიყინება, ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო ორგანიზაციებს", – განაცხადაევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა შეხევდრის დაწყებამდე.

ცნობისთვის: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ – 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ – 12.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

17 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S