Accentnews.ge
ხოკრიშვილი - კობახიძეს: ორჯონიკიძის მემკვიდრეები ხართ თქვენ! თუ მაშინ ფიზიკურად შემოუძღვნენ მტერს, დღეს თქვენ რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი ხართ!

ხოკრიშვილი - კობახიძეს: ორჯონიკიძის მემკვიდრეები ხართ თქვენ! თუ მაშინ ფიზიკურად შემოუძღვნენ მტერს, დღეს თქვენ რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი ხართ!

18/11/2024 11:43:56 პოლიტიკა

გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, "საქართველოსთვის" წევრი ელგუჯა ხოკრიშვილი ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებას ოპოზიციის მიერ ბრიუსელისადმი მიმართვასთან დაკავშირებით. კობახიძის შეფასებით, "ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს".

"თვალს თუ გადავავლებთ "ოცნების" ისტერიკულ რეაქციას ოპოზიციის წერილზე ევროკავშირისადმი, ნათელი ხდება რატომ ნერვიულობს ასე "უძლიერესი ხელისუფლება" "უმნიშვნელო ოპოზიციის" ნაბიჯების გამო",- ამბობს ხოკრიშვილი და განაგრძობს: "გაყალბებული არჩევნების დამოუკიდებელი გამოძიება მათი პოლიტიკური აღსასრულის დასაწყისი იქნება და ეს მათ კარგად ესმით. რეალობა კი ასეთია: "ქართული ოცნება" ანტისახელმწიფოებრივ და მოღალატე ძალად ჩამოყალიბდა. მათი მმართველობის შედეგები:

  • საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ევროინტეგრაციის კურსის საბოტაჟი,
  • მოქალაქეების არჩევანის გაყალბება,
  • ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო რეჟიმების გაძლიერება,
  • რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გააქტიურება,
  • საქართველოს სუვერენიტეტის დასუსტება.

შედეგი:

  • აშშ-მ, ევროკავშირმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და დანიამ საქართველოსთვის 380 მილიონ ლარზე მეტი დახმარების პროგრამები შეაჩერეს.

უსაფრთხოების რისკები:

  • შეჩერებულია სამხედრო თანამშრომლობა ჩვენს მთავარ პარტნიორებთან (აშშ, გერმანია)"

"ვინ არის აქ ნამდვილი მოღალატე - ის, ვინც დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს, თუ ის, ვინც საკუთარი კონსტიტუციის დარღვევით ქვეყანას ევროპულ მომავალს და სუვერენიტეტს ართმევს?",- კითხულობს ხოკრიშვილი და "ქართულ ოცნებას" მიმართავს: "სერგეო ორჯონიკიძის მემკვიდრეები ხართ თქვენ! თუ მაშინ ფიზიკურად შემოუძღვნენ მტერს და ქვეყნის ოკუპაცია განახორციელეს, დღეს თქვენ ხართ რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ!"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S