ევროკავშირის საბჭო: ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
18/11/2024 12:45:47 პოლიტიკა
"საქართველოს საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგშია. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა ის სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ქმედებების კურსის გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს“, - ევროკავშირის საბჭოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განაცხადებაში.
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის საქართველოს საკითხს განიხილავენ. "100 მილიონზე მეტი გაიყინება, ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო ორგანიზაციებს", – განაცხადაევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა შეხევდრის დაწყებამდე.


