Accentnews.ge
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი: ველოდებით OSCE/ODIHR–ის დასკვნას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი: ველოდებით OSCE/ODIHR–ის დასკვნას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით

18/11/2024 12:53:42 პოლიტიკა

"არ ვარ დარწმუნებული, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული დღეს, არ ვაპირებ წინასწარი დასკვნის გამოტანას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით OSCE/ODIHR–ის დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ფართოდ გახელილი თვალებით ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას. ასევე გეტყვით, ჩვენ გვსურს ევროპული მომავლის ხილვა ქართველი ხალხისთვის. ძალიან ბევრი ქართველია, მათ შორის, ძალიან ბევრი ქართველია, რომელსაც მე ვიცნობ, ვისაც სურს ევროპულ გზაზე ყოფნა და ამას სრულად ვუჭერ მხარს“, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპერ ველდკამპმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის საქართველოს საკითხს განიხილავენ. "100 მილიონზე მეტი გაიყინება, ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო ორგანიზაციებს", – განაცხადაევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა შეხევდრის დაწყებამდე.

ცნობისთვის: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ – 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ – 12.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

17 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S