Accentnews.ge
პრეზიდენტს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერები ხვდებიან

პრეზიდენტს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერები ხვდებიან

18/11/2024 13:13:34 პოლიტიკა

პრეზიდენტის სასახლეში ათონელზე კოალიცია ცვლილებებისთვის წევრები - ელენე ხოშტარია და ნიკა გვარამია მივიდნენ.

მანამდე სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ "ძლიერი საქართველოს" წევრები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გეგმა, რომლის ერთ-ერთი პუნქტიც ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირებაა. ხაზარაძეს მის თავმჯდომარედ პრეზიდენტი ზურაბიშვილი წარმოუდგენია.

მან თქვა, რომ ეს იდეა გააცნო პრეზიდენტს.

"ძალიან კმაყოფილი გამოვედი შეხვედრიდან. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. პრეზიდენტი გამართავს ბრიფინგს და თავად გააცნობს ძალიან სერიოზულ გეგმებს საზოგადოებას. შეხვედრები გაგრძელდება სხვა კოალიციებთანაც",- თქვა შეხვედრის შემდეგ ხაზარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S