Accentnews.ge
კალაძე – ბორელის განცხადებაზე: უკვე მესამედ აცხადებენ ამას, გავიგეთ!

კალაძე – ბორელის განცხადებაზე: უკვე მესამედ აცხადებენ ამას, გავიგეთ!

18/11/2024 13:36:15 პოლიტიკა

„მსგავსი განცხადება არაერთხელ მოვისმინეთ და მერამდენედ შეწყვიტეს ეს დაფინანსება? უკვე მესამედ აცხადებენ ამას. გავიგეთ. მიუხედავად ამ მუქარებისა, ჩვენ ყოველთვის გავატარებთ ქვეყნისა და ხალხის ინტერესს. გვერდით რომ გადავდოთ ეს პოლიტიკური სპეკულაციური განცხადებები, რომელიც სიცრუით არის გაჟღენთილი, ყველა პარამეტრით საქართველო წინ მიდის. ნახეთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული კვლევები, სტატისტიკები. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც რეფორმებს ახორციელებს, ევროინტეგრაციის გზაზე აქვს წინ გადადგმული ნაბიჯები. ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანიკახა კალაძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჟოზეფ ბორელს დღევანდელ განცხადებას.

ცნობისთვის: დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის საქართველოს საკითხს განიხილავენ. "100 მილიონზე მეტი გაიყინება, ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო ორგანიზაციებს", – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა შეხევდრის დაწყებამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S