მამუკა მდინარაძე: განცხადებები პარლამენტიდან გასვლაზე კანონის დარღვევით იმიტომ დაწერეს, რომ მერე კანონის დაცვით აღარ დაწერონ და პარლამენტიდან გასვლა მართლა არ მოუწიოთ
18/11/2024 14:09:32 პოლიტიკა
"განცხადებები პარლამენტიდან გასვლაზე კანონის დარღვევით იმიტომ დაწერეს (ახლა დაწერილს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს), რომ მერე კანონის დაცვით აღარ დაწერონ და პარლამენტიდან გასვლა მართლა არ მოუწიოთ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, "აპირებს თუ არა ოპოზიცია მანდატებზე უარის თქმას, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გამოჩნდება".
"განცხადებები პარლამენტიდან გასვლაზე კანონის დარღვევით იმიტომ დაწერეს (ახლა დაწერილს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს), რომ მერე კანონის დაცვით აღარ დაწერონ და პარლამენტიდან გასვლა მართლა არ მოუწიოთ. სულ ესაა აგენტურული ოპოზიციის მორიგი თაღლითობა, რომელიც უმარტივესად იშიფრება. მანდატებზე უარს მართლა თუ აპირებენ, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გამოჩნდება", - წერს მამუკა მდინარაძე.


