პრეზიდენტი 20:00 საათზე განცხადებას გააკეთებს
18/11/2024 14:21:41 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 20:00 საათზე ორბელიანების სასახლეში განცხადებას გააკეთებს.
მანამდე პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი.
26 ოქტომბრის შემდეგ სხვადასხვა მასშტაბის აქციები იმართება. ამ დროისთვის გადაკეტილია თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი. პოლიტიკოსები განცხადების გაკეთებას გეგმავენ 19:00 საათისთვის.


