Accentnews.ge
უგულავა: სამი ძირითადი თარიღი  გვაქვს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს სტრატეგიას, სამოქმედო გეგმას და არეალს, საით ვმოძრაობთ

უგულავა: სამი ძირითადი თარიღი  გვაქვს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს სტრატეგიას, სამოქმედო გეგმას და არეალს, საით ვმოძრაობთ

18/11/2024 15:48:04 პოლიტიკა

"ერთიანობის" წევრი გიგი უგულავა, რომელიც ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ სამი თარიღი განსაზღვრავს სამოქმედო გეგმავს და არეალს, თუ საით იმოძრავებს პროტესტი.

ეს თარიღებია: პარლამენტის შეკრება, მთავრობის დამტკიცება და პრეზიდენტის დანიშვნა.

"ეს ადგილი შედგა, როგორც საპროტესტო კერა. მართალია, კალაძეს ჰგონია, რომ ეს ადგილი მხოლოდ სატრანსპორტო კვანძია. სინამდევილეში ეს ასე არაა - ეს არის უნივერსიტეტის ბაღი საიდანაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო. ხალხი სინამდვილეში ჯერ აქ შეიკრიბა და მერე წავიდა რუსთაველზე. ზუსტად ასე იქნება ახლაც. პირველი შეკრების ადგილი ესაა და შემდეგ იქნება მოძრაობა თავისუფლებისკენ, რომელიც მოიცავს ქალაქის სხვა ადგილებს, დარწმუნებული ვარ და საბოლოო ჯამში, ყველაფერი გადაწყდება, პირდაპირი მნიშვნელობით, რუსთაველზე. ჩვენ მარტივი ამოცანა გვაქვს (შესასრულებლად რთული, მაგრამ არ იქნება რთული თუ ბევრნი ვიქნებით), არ მივცეთ საშუალება, "გააპრაონ" ეს უკანონობა! არ ვეყოფით? მეტნი უნდა მოვიდეთ, რადგან შემდეგ არის მთავრობის დამტკიცება და ბოლოში ყალბი პრეზიდენტი უნდა დასვან ხმოსნებით. ეს სამი ძირითადი თარიღი გვაქვს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს სტრატეგიას, სამოქმედო გეგმას და არეალს, საით ვმოძრაობთ. ხედავთ, რომ ადამიანები ბუნებრივად მოდიან, თავიანთი პროფესიისდა მიხედვით ატარებენ აქციებს, რადგან ეს რეჟიმი შეეხო და შეეხება ყველაფერს",- თქვა გიგი უგულავამ.

ჭავჭავაძეზე პროტესტი გრძელდება. ცნობილია, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები განცხადებებს გააკეთებენ პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ, რომელიც 20:00 საათზე გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S