მარგველაშვილი - პრეზიდენტის გეგმაზე: რაციონალური, უაღრესად ადეკვატური, რეალური და ვითარების განმმუხვტველი წინადადება
18/11/2024 17:29:16 პოლიტიკა
უაღრესად რაცვიონალური, სიტუაციის განმუხტვის, ვითარების საზოგადოებრივ - პოლუტიკურ გარემოსთან ადეკვატურობაში მოყვანის წინადადება,- ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციისთვის, საზოგადოებისთვის, "ქართული ოცნებისა" და საერთაშორისო პარტნიორებისთვის შეთავაზებულ გეგმას ყოფილი პრეზიდენტი, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი მარგველაშვილი.
იმავდროულად, მას არ აქვს მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" ამ წინადადებას მიიღებს.
"წინადადება, რომელიც ერთის მხრივ, თმობს იმას, რომ ერთის მხრივ დღესვე არ შეუწყდეს არალეგიტიმურ ხელისუფლებას თავისი კრიმინალური მმართველობა...ერთის მხრივ, ეს არის შესაძლებლობა, რომ არ მოვახდინოთ სიტუაციის რადიკალიზება და მივცეთ შესაძლებლობა ამ რეჟიმს, ისევე როგორც თავის დროზე მიეცა შესაძლებლობა კომუნისტურ პარტიას, მშვიდობით გადაებარებინა ხელისუფლება ეროვნული მოძრაობისთვის. სრულიად რაციონალური შეთავაზებაა, პოლიტიკური ვითარებისთვის ადეკვატური. მეორეს მხრეივ, არ მგონია, რომ ამ რეჟიმს გააჩნია ის ცოდნა, სიღრმე პოლიტიკური ვითარების გააზრების, რაც თავის დროზე კომუნისტური პარტიის მესვეურებს გააჩნდათ და არ მგონია, რომ ისინი ამ წინადადებას მიიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის უაღრესად ადეკვატური, რეალური და ვითარების განმმუხვტველი წინადადება",- თქვა მარგველაშვილმა.
მას გამოსავლად პროტესტი ესახება.


