Accentnews.ge
ჯაფარიძე: დიახ, დედაქალაქს ვაწუხებთ! თუ კიდევ ვინმე არ არის გამოღვიძებული, უნდა გაიღვიძოს და მიხვდეს, რომ ნორმალური ცხოვრება ვერ გაგრძელდება!

ჯაფარიძე: დიახ, დედაქალაქს ვაწუხებთ! თუ კიდევ ვინმე არ არის გამოღვიძებული, უნდა გაიღვიძოს და მიხვდეს, რომ ნორმალური ცხოვრება ვერ გაგრძელდება!

18/11/2024 21:55:56 პოლიტიკა

ეს აქცია აჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში არის საკმაო რაოდენობის ადამიანი, რომლებიც მზად არიან, ყინვაში იდგნენ საკუთარი და საკუთარი შვილების მომავლისთვის,- ასე პასუხობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი ზურა გირჩი ჯაფარიძე კითხვას, რა დისკომფორტს უქმნის ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქცია "ქართულ ოცნებას". ჯაფარიძე მომიტიმგეებთან ერთად ათენებს მეორე ღამეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

მეორე გარემოებად პოლიტიკოსი გადაადგილების კუთხით შექმნილ პრობლემებს ასახელებს.

"კონკრეტულად ჭავჭავაძის და მელიქიშვილის გამზირები პარალიზებულია, ჩახსნილია ვარაზისხევი. ეს მათ შორის ქმნის სატრანსპორტო პრობლემებს მთელი ქალაქის მასშტაბით. დიახ, მთელს ქალაქს - დედაქალაქს ვაწუხებთ საბოლოო ჯამში. თუ კიდევ ვინმე არ არის ამ ქალაქში გამოღვიძებული, უნდა გაიღვიძოს და მიხვდეს, რომ ნორმალური ცხოვრება ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც აქამდე ცხოვრობდნენ, ვერ გაგრძელდება! ეს შეუძლებელია! ამ ქალაქში ცხოვრობს უამრავი გაბრაზებული ადამიანი, რომელსაც მოპარეს საკუთარი არჩევანი, რომელსაც თავს ახვევენ რუსულ არჩევანს, რომლებმაც 26 ოქტომბერს მხარი დაუჭირეს იმას, რომ ეს ქვეყანა ბოლოს და ბოლოს გავიდეს სამშვიდობოს და გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი! ასეთი ხალხი ძალიან ბევრია. არავის მიეცემა ამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების საშუალება, თითქოს არაფერი არ ხდება. ყველა გაღიზიანდება, ყველა გაბრაზდება, საბოლოო ჯამში, ყველა გარეთ უნდა გამოვიდეს. ამას აკეთებს ეს აქცია. საბოლოოდ ყველაფერი დადის იმათ პასუხისმგებლობამდე, ვისაც უზურპირებული აქვს ძალაუფლება",- თქვა ჯაფარიძემ.

მეორე დღეა, ჭავჭავაძის გამზირზე უწყვეტად მიმდინარეობს პროტესტი და გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S