Accentnews.ge
დღეს სასამართლოში "ერთიანობის" ორი წევრი დაიკითხება

დღეს სასამართლოში "ერთიანობის" ორი წევრი დაიკითხება

18/11/2024 22:05:41 პოლიტიკა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია დეკანოიძე 19 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, რომელსაც პროკურატურა იძიებს ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხატია დეკანოიძე სასამართლოში 11:00 საათზე მივა.

ამასთან, ასევე 19 ნოემბერს 10:00 საათზე თბილისი საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება ამავე პარტიის წევრი მარიამ დოლიძე.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ამ შემთხვევაში საქმე გარდა არჩევნების შესაძლო გაყალბებისა, მასზე განხორციელებულ თავდასხმასაც ეხება.

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა არაერთი პოლიტიკოსი, დამკვირვებელი, ასევე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S