Accentnews.ge
აქციაზე დაშავდა „ახალის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ის კლინიკაშია გადაყვანილი

აქციაზე დაშავდა „ახალის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ის კლინიკაშია გადაყვანილი

19/11/2024 05:20:02 პოლიტიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე აქციის დაშლისას სამართალდამცავებმა მათი კოალიციის რამდენიმე წევრი დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულს შორისაა კოალიციის წევრი და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, ასევე საბა ცხვიტარიძე.

სამართალდამცავებმა დააკავეს მათი წევრი რეზი დუმბაძე.

გარდა დაკავებულებისა, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეის გაშვების შედეგად დაშავებულია პარტია „ახალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა კვიტატიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S