მდინარაძე: ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება, ჩვენც გაგვაპროტესტებინეთო, 1 100 0000–ზე მეტი რომ ვართო, ჩვენ უფლებებს ვინ იცავსო და მოგვიშვითო, ჩვენ გვიწევს ამ ხალხის გაკავება
19/11/2024 08:45:34 პოლიტიკა
"თუ შავი საღებავის გადასხმა მისაღები ფორმაა, პირადად გპირდებით, გადაშავებულს ვატარებ ოპოზიციის ლიდერებს. მელანი გადაასხითო რომ იძახის ვაშაძე, მელანგადასხმულს ვატარებ ყოველდღე, თუ ეს მისაღები ფორმაა. ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება, ჩვენც გაგვაპროტესტებინეთო, ჩვენ ხმები არ მოგვიციაო, 1 100 0000–ზე მეტი რომ ვართო, ჩვენ უფლებებს ვინ იცავსო და მოგვიშვითო. ჩვენ გვიწევს ამ ხალხის გაკავება. ვერ წარმოიდგენთ რამდენი ადამიანი გვიკავშირდება და გვეხვეწება, რომ მივუშვათ. თუ შავი საღებავის გადასხმა, მელნის გადასხმა მისაღები ფორმაა, მე პირადად ვაძლევ გარანტიას, რომ მელნის გარეშე ვერ გაივლიან ქალაქში. რა მიდგომაა, ეს რა უბედურებაა?! ეს გინდა პირობით საუბრად მიიღონ, გინდა – რეალურად. [...] ვირთხული მოპარვის შემდეგ ალეკო ელისაშვილი ჩემი დასაცავი გახდა. ახლაც ჩვენი დასაცავები არიან იქით. რამდენი ხანი ახლა დიდი ხან დავიცვათ? თქვან ერთ სიტყვა, ან თქვან, რომ ეს არ არის მისაღები ფორმა", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანმა მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


