Accentnews.ge
მდინარაძე – პრეზიდენტის გეგმაზე: ვიფიქრე, რომ გავგიჟდეთ და დავეთანხმოთ, მერე რას აპირებენ-მეთქი?

მდინარაძე – პრეზიდენტის გეგმაზე: ვიფიქრე, რომ გავგიჟდეთ და დავეთანხმოთ, მერე რას აპირებენ-მეთქი?

19/11/2024 09:20:29 პოლიტიკა

"პირველი რეაქცია იცით რა მქონდა პრეზიდენტის გეგმაზე? [...] პირველი რეაქცია მქონდა, ისე რომ გავგიჟდეთ და დავეთანხმოთ, მერე რას აპირებენ-მეთქი? ახლა რომ არჩევნები ჩავატაროთ, ხომ გარანტირებულად იმ ხმებსაც ვერ მიიღებენ, სიგიჟეა, აბსურდია, წარმოუდგენელია, მაგრამ ერთი წამით თეორიულ დონეზე, ხუმრობის დონეზე რომ დავუშვათ, რომ გავგიჟდეთ ახლა, მოდი, ჩავატაროთ ახალი არჩევნები-მეთქი. ხომ გამორიცხულია, რომ ეს ხმებიც მიიღონ“, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანმა მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა 18 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა და პოლიტიკურ აქტორებს კრიზისიდან გამოსვლის გეგმა შესთავაზა.

გეგმა გულისხმობს ახალ არჩევნებს, თუმცა მანდამდე 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური დღის წესრიგის გაგრძელებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S