Accentnews.ge
მდინარაძე – ბორელის განცხადებაზე: რაღაცა კვაზი ორგანოები, რომლებიც შეიძლება, შეიქმნას საგამოძიებო ფუნქციას ვერ შეიძენს

მდინარაძე – ბორელის განცხადებაზე: რაღაცა კვაზი ორგანოები, რომლებიც შეიძლება, შეიქმნას საგამოძიებო ფუნქციას ვერ შეიძენს

19/11/2024 09:58:08 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებად საქართველოში ტექნიკური მისიის გამოგზავნის შესახებ

"ჯერ ასეთი ფორმატი მსოფლიოში არარსებულია. რაღაც ფორმატი მოიფიქრა ვიღაცამ – ტექნიკური მისია. რა ტექნიკური მისია? ჯერ საერთაშორისო გამოძიებაო, მერე მიხვდნენ, რომ აბსურდი იყო და უცხოელებმა ამოიღეს მესიჯბოქსიდან. [...] ვისთან ვთანამშრომლობთ, რას ვთანამშრომლობთ? ჯერ გაგვარკვიონ რა ტექნიკური მისიაა. კუბილიუსია ტექნიკური მისია და ვითანამშრომლოთ ობიექტურობის იმედით? [...] ჩემი ვარაუდით, ამ განცხადების ავტორებმა არ იციან რა ტექნიკური მისია მოიფიქრეს.

საქართველოში გამოძიებას აწარმოებენ ქართული სამართალდამცავი ორგანოები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც, სხვათა შორის, იძიებს ჩვენს განცხადებას ხმების მოპარვასთან დაკავშირებით - საქართველოს პროკურატურა და ა.შ. და რაღაცა კვაზი ორგანოები, რომლებიც შეიძლება, შეიქმნას და, დავამატებ, უპრეცედენტო რაოდენობის ორგანოებია შექმნილი სპეციალურად, ბუნებრივია, საგამოძიებო ფუნქციას ვერ შეიძენს. ეს ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოდან, საქართველოს სუვერენიტეტიდან, საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოდან გასული, ახალი, მოგონილი მისიაა. თუ ვინმე, მათ შორის თუნდაც ბორელი ამბობს, რომ მან რაღაც უნდა გამოიძიოს, ეს არა მხოლოდ არაკონსტიტუციურია, არამედ, ასეთ რეგულირებას არანაირი დოკუმენტი ევროკავშირის თუ მსოფლიოს ფარგლებში, არ ითვალისწინებს.

ეს იგივეა, რომ ვთქვათ "აქ ზიხართ 5 ადამიანი, ჭკვიანი ადამიანები ხართ, მოდი გამოიძიეთ" - ხომ არ შეიძლება, ასე ვილაპარაკოთ? დაახლოებით იგივე იქნება, თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ, რომ რაღაც საგამოძიებო ჯგუფი უნდა შეიქმნას. მისიამ რაღაც როგორ უნდა გამოიძიოს, რა სამართლებრივი საფუძველი აქვს ამას?", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S