Accentnews.ge
გვარამია: რამდენიც არ უნდა გვდიონ, არსად არ წავალთ

გვარამია: რამდენიც არ უნდა გვდიონ, არსად არ წავალთ

19/11/2024 13:52:32 პოლიტიკა

"შევხვდებით 19:00 საათზე მელიქიშვილზე! ჯიუტად, გამბედავად, ყოველგვარი უკანდახევის გარეშე - ჩვენ ვიბრუნებთ სამშობლოს! ემოციებიც უნდა ჩავაცხროთ - ამ რუსის ომონზე ვიშვიშის და ბრაზის დრო არ გვაქვს, ფეხებზე დავიკიდოთ. თსუ-ს ისტორიულ სირცხვილს, საკუთარივე სტუდენტების მარბიელ რაზმს რომ მისცა თავშესაფარი და თავდასხმის ლოკაციად აქცია, ასევე მერე გავცეთ პასუხი.ფეხმოუცვლელად ვდგავართ და ვიცავთ ჩვენს მომავალს! რამდენიც არ უნდა გვდიონ, არსად არ წავალთ - სხვა სამშობლო ჩვენ არ გვაქვს! p.s. უძინარებმა - გამოიძინეთ, ვისაც დაგეზარათ - აღარ დაგეზაროთ", – ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის: დღეს დილით საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი. აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი. საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. ოპოზიციის ლიდერებმა თსუ–სთან საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს. პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ. ამ ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. შსს–ს ცნობით 16 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათი ნაწილი უკვე გათავისუფლებულია. მომიტინგეები ამჟამად მელიქიშვილის გამზირზე რჩებიან. ისინი გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას არ აპირებენ. ოპოზიციონელი ლიდრების თქმით, პროტესტი გაგრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S