კვიციანი განათლების სამინისტროში იმუშავებს, მინისტრს ჯამში ექვსი მოადგილე ეყოლება
20/11/2024 09:51:34 პოლიტიკა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ ბაია კვიციანი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მანამდე კი, ბაია კვიციანი „ქართული ოცნების“ რიგებიდან მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.
პრემიერის ბრძანებით მინისტრ ალექსანდრე წულაძის მოადგილეებად ასევე დაინიშნენ: ანა მღებრიშვილი და გიორგი მოდებაძე.
ჯამში მინისტრს ექვსი მოადგილე ეყოლება.
ალექსანდრე წულაძე განათლების მინისტრად 2024 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა. უფრო ადრე ეს პოზიცია გიორგი ამილახვარს ეკავა, რომელმაც თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა.


