Accentnews.ge
სანიკიძე: ბრძოლის მთავარი ეტაპი არის მომავალ დღეებში, რომელიც იწყება შაბათიდან

სანიკიძე: ბრძოლის მთავარი ეტაპი არის მომავალ დღეებში, რომელიც იწყება შაბათიდან

20/11/2024 11:35:00 პოლიტიკა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე ამბობს, რომ პროტესტის მთავარი ფაზა 23 ნოემბერს დაიწყება, ხოლო მთავარი თარიღი 25 ნოემბერია - დღე, როდესაც პარლამენტი აპირებს შეკრებას.

მისი თქმით, მელიქიშვილის გამზირზე პროტესტის შეწყვეტის შემდეგ, ოპოზიცია დღის განმავლობაში გააცნობს საზოგადოებას შემდგომ ნაბიჯებს.

ამასთან, მან თქვა, რომ ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც აქციის 19 ნოემბერს დაშლისას საპოლიციო ძალები დაეუფლნენ, კვლავ მათ ხელში რჩება და გარდა ძალების აღდგენისა და გეგმების შედგენისა, ამ მიმართულებით ორგანიზებასაც სჭირდება დრო.

"დღს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილები ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებული. არავინ ჩათვალოს, რომ ეს პაუზა გამოწვეულია მხოლოდ დაღლისგან - არავითარ შემთხვევაში, მაგრამ გადატვირთვაც საჭიროა. უნდა გვსმოდეს, რომ ბრძოლის მთავარი ეტაპი და ფაზა არის მომავალ დღეებში, რომელიც იწყება შაბათიდან",- თქვა მან, თუმცა დასძინა, რომ ეს არ გამორიცხავს პროტესტის მანამდე ორგანიზებასაც.

"მე სიამოვნმებით შევიერთდები პროფესორების აქციას, რომელიც საღამოს 7 სასათისთვის სამხელმწიფო უნივერსიტეტთან არის დაგეგმილი. ოპოზიციის გეგმა არ გადაიწევს შაბათამდე, ამას არ ვამბობ, უბრალოდ, შაბათიდან დაიწყება ის პიკური მოვლენები, რომლის მთავარი მიზანიც იქნება 25 ნოემბერს არდაშვება ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობის. მანამდე ოპოზიციაც მნიშვნელივან ნაბიჯებს გადადგამს. მთავარი თარიღი 25 ნოემბერია. არ უნდა დავუშვათ, 89 დეპუტატმა მიაყენოს ქვეყანას ის გამოუსწორებელი ზიანი, რომლის შემდგომში აღდგენა მეტ ძალისხმევას მოითხოვს",- თქვა სანიკიძემ "ფორმულას" ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S