Accentnews.ge
ხვიჩია: მზად ვართ, ჩვენს სამ მილიონ-ნახევარზე ვთქვათ უარი, თუ ყველა ბარიერგადალახული - ოთხი პარტია იტყვის უარს თავის დაფინანსებაზე

ხვიჩია: მზად ვართ, ჩვენს სამ მილიონ-ნახევარზე ვთქვათ უარი, თუ ყველა ბარიერგადალახული - ოთხი პარტია იტყვის უარს თავის დაფინანსებაზე

21/11/2024 07:23:39 პოლიტიკა

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მისი პარტია უარს იტყვის საბიუჯეტო დაფინანსებაზე, თუ ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით ბარიერგადალახული პარტიები.

„სულ ორი ვარიანტი გვაქვს: ან აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას და შედიხარ პარლამენტში, ან არ ცნობ არჩევნებს ლეგიტიმურად. წარმოიდგინეთ, ამ არჩევნების შედეგად, ჩვენ, „გირჩს“, არ გვაქვს საპარლამენტო მანდატები, მაგრამ მივიღეთ სამ მილიონ-ნახევარი ლარი. ხაზარაძეს და დანარჩენ ჯიგრებს ქართველმა ხალხმა მისცა 20 მილიონ ლარზე მეტი და 50-ზე მეტი მანდატი. 50-ზე მეტი მანდატი და 20 მილიონზე მეტი ლარი თუ არ შემოვა ამ პოლიტიკურ თამაშში და იტყვიან, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, თუ ამას იზამენ, ჩვენ მზად ვართ, ჩვენს სამ მილიონ-ნახევარზე ვთქვათ უარი და ვთქვათ, რომ არალეგიტიმური არჩევნების „გაპრავება“ არ გვინდა. [...] ჩვენ მზად ვართ, ჩვენს სამ მილიონ-ნახევარზე ვთქვათ უარი, თუ ყველა ბარიერგადალახული, ოთხი პარტია იტყვის უარს თავის დაფინანსებაზე. ეს ორი და ხუთი თვის მერე კი არა, ახლა საპასუხო კითხვაა, უნდა დაწერონ, არ ვიღებ ფულს, არ ვცნობ არჩევნებს“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ღამის კურიერში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S