გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
21/11/2024 08:25:14 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში მივიდა.
გიორგი კალანდარიშვილი გამოკითხვაზეა დაბარებული.
მისი თქმით, იგი გამოძიებას მის ხელთ არსებულ ინფორმაციას მიაწვდის.
ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოიკითხება, რაზეც პროკურატურამ გამოძიება თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.


