მამუკა მდინარაძე: ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილს წარადგენს
21/11/2024 09:16:47 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილს წარადგენს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილს წარადგენს. ასევე, ჩვენ გავიარეთ საბიუჯეტო საკითხები და მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები.ასევე, მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩაინიშნოს პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ. ამის კონკრეტული ვადა განსაზღვრული. ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როცა საქართველოს პარლამენტში პირველი სხდომა ჩაინიშნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


