Accentnews.ge
მდინარაძე: "დღეს ვხუმრობდით სიტყვა "მონას" რომ გავიგონებთ, კანონების დასაწერად გავრბივართ–თქო. იმდენ "მონას" იძახიან, ყველა სიტყვა გაცვითეს"

მდინარაძე: "დღეს ვხუმრობდით სიტყვა "მონას" რომ გავიგონებთ, კანონების დასაწერად გავრბივართ–თქო. იმდენ "მონას" იძახიან, ყველა სიტყვა გაცვითეს"

21/11/2024 09:49:47 პოლიტიკა

"24–25 ნოემბერს ექნებათ რაღაც მცდელობები, მოვლენ იქ, კარვები, რაღაცებს იზამენ. [...] ისინი ერთგვარად თავის პატრონებს თავს მოაწონებენ, რომ ჩვენ ყველაფერი ვცადეთო და ეს არგუმენტი გამოადგებათ პარლამენტის წევრობაზე უარის ართქმაში. [...] დღეს ვხუმრობდით სიტყვა "მონას" რომ გავიგონებთ, კანონების დასაწერად გავრბივართ–თქო. იმდენ მონას იძახიან. ყველა სიტყვა გაცვითეს. საკუთარი თავის აღმნიშვნელი სიტყვები იმდენი ეძახეს სხვას, გაცვითეს ყველა სიტყვა და ამ სისულელეებში ატარებენ წლებს. დაიწყებენ ისევ ამ სისულელეების კეთებას, შექმნიან რაღაც დერეფნებს, იყვირებენ, იწივლებენ, შეიძლება, რაღაც პროვოკაციები მოაწყონ, ამ დროს საქმე მაინც თავის გზას იპოვის, პრემიერსაც ავირჩევთ, მთავრობასაც დავამტკიცებთ, ბიუჯეტსაც დავამტიკებთ და ეს ქვეყანა განაგრძობს განვითარებას და ევროპული ოჯახისკენ სრულფასოვან სვლას და ესენი კიდევ იყვირებენ. კარგია, ისინი უნდა იყვნენ ქუჩაში. ისინი უნდა იყვნენ ამ აბსტრაქტული გეგმებით და ჩვენ უნდა გავაკეთოთ საქმე", – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კითხვას, ოპოზიციის სამომავლო გეგმების შესახებ.

ცნობისთვის: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ – 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ – 12.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

17 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S