შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ისეთი ზიანი მიაყენა პრეზიდენტის ინსტიტუტს, როგორიც არცერთ პრეზიდენტს არ მიუყენებია თავზეხელაღებული ქცევით
22/11/2024 07:59:57 პოლიტიკა
"პირდაპირ გამოვიდა ტელევიზიით უცხოურ მედიაში და თქვა, რომ ეს არჩევნები საქართველოში რუსეთმა ჩაატარა. როდესაც მას პროკურატურამ სთხოვა მტკიცებულებების მიტანა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პრესმდივანმაც მოუწოდა პროკურატურაში მისვლისკენ, გამოვიდა ტელევიზიით და თქვა, რომ მტკიცებულებებს როგორ მთხოვთო, პატარა ჭორაობა აღარ მაპატიოთ საკუთარ ქვეყანაშიო. ასეთი დამოკიდებულება აქვს, რა ვუყოთ. [...] ახალ პრეზიდენტს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდება - ქალბატონმა სალომემ დააზიანა ინსტიტუტი, „ენჯეოების“, რადიკალური ოპოზიციის და უცხოელი აქტორის წაქეზებით და დახმარებით. ამ ზიანის აღმოფხვრას დრო დასჭირდება. ისეთი ზიანი მიაყენა ამ ინსტიტუტს, როგორიც არცერთს არ მიუყენებია თავზეხელაღებული ქცევით. დაიგულა რა თავი, „ნაციონალური მოძრაობის“ და უცხოელებისგან, რომ დაუსჯელი იქნებოდა კონსტიტუციურად, ყველაფერზე წავიდა, რაზეც შეიძლება წავიდეს ადამიანი, როდესაც ხელსიღებს კონსტიტუციაზე", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.


