Accentnews.ge
სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა აშშ-ის მიერ ორგანიზებულ სწავლება Phoenix Express 2024-ში პირველად მიიღეს მონაწილეობა

სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა აშშ-ის მიერ ორგანიზებულ სწავლება Phoenix Express 2024-ში პირველად მიიღეს მონაწილეობა

22/11/2024 12:02:00 პოლიტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა და აფრიკის სარდლობის (NAVEUR) მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში - Phoenix Express 2024 პირველად მიიღს მონაწილეობა.

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, საზღვაო სწავლება ტუნისის რესპუბლიკაში, ქალაქ ბიზერტასა და ლა-გულეტში, ხმელთაშუა ზღვაზე 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მათივე ინფორმაციით, სწავლებაში ქართული მხარის ჩართულობა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) მხარდაჭერითა და კოორდინაციით განხორციელდა.

როგორც იტყობინებიან, ღონისძიებაში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საზღვაო უსაფრთხოებისა და კანონაღსრულების ტაქტიკური ქვედანაყოფების, მყვინთავთა და მცირე კატარღების შემადგენლობის, ასევე, სწავლების შტაბში მივლენილი სულ ოცი თანამშრომელი მონაწილეობდა.

"ღონისძიებაში 37 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საზღვაო სწავლების მიზანს წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო საზღვაო ძალების შესაძლებლობების შეფასება, თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების განხორციელების მიმართულებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S