Accentnews.ge
მარგველაშვილი: "25 სიმბოლურია, მაშინაც 25 იყო, ოღონდ თებერვალი, როდესაც საქართველოში საოკუპაციო რეჟიმი გაფორმდა"

მარგველაშვილი: "25 სიმბოლურია, მაშინაც 25 იყო, ოღონდ თებერვალი, როდესაც საქართველოში საოკუპაციო რეჟიმი გაფორმდა"

22/11/2024 17:32:01 პოლიტიკა

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მარგველაშვილი 25 ნოემბერს გასამართ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომასა და 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის შემოსვლას შორის ტოლობის ნიშანს სვამს.

იგი პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას "ფარსს" უწოდებს და ასახელებს ორ ნაბიჯს, რომლითაც, მისი აზრით, მოცემული პოლიტიკური პროცესის ჩაშლაა შესაძლებელი.

"მე წარმოვადგენ ფლანგს, რომელიც აერთიანებს საქართველოს მოქალაქეთა, ამომრჩევლის უმრავლესობას. უმრავლესობას ადამიანებისა, რომლებმაც აირჩია ხელისუფლება და მათ ამის უფლება წაართვეს მოსკოვის სპეცოპერაციის შედეგად. 25 სიმბოლურია, 25 თებერვალი იყო მაშინ, როდესაც საქართველოში საოკუპაციო რეჟიმის გაფორმება მოხდა.

მინდა, ვთქვა, რომ აქ რამდენიმე პოლიტიკური მიზანია. პირველი, არც ერთი ოპოზიციური ძალა არ იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, ზურგი შეაქციოს ამ ტყუილს და "ოცნება" მარტო დატოვოს. ამას მოყვება მეორე პოლიტიკური მიზანი, რომ ადამიანთა დაჯგუფება, რომელიც იბრალებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის მმართვის მანდატი მისცა, არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ სხდომა ჩაატარონ. ეს უნდა განხორციელდეს მასობრივი, ძალიან დიდი შეკრებით ადამიანებისა, რომლებიც არ მისცემენ შესაძლებლობას, რომ განახორციელონ ფარსი და ხელისუფლების მიტაცების რიტუალური გადაბარება", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი "ტვ პირველის" ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S