ვაშაძე: "ხვალ გეტყვით დეტალურად ყველაფერს, თუ რას ვაპირებთ 24-25 ნოემბერს"
22/11/2024 18:08:52 პოლიტიკა
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხვალ გახდება ცნობილი ოპოზიციის გეგმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ ხელისუფლების ოპონენტები 24-25 ნოემბერს.
გიორგი ვაშაძე საქართველოს მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ და ქვეყანაში არჩევნების ხელახლა დანიშვნისთვის ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდებს.
"მთავარი თარიღი არის 24-25 და 25-26-იც შეიძლება. დეტალურად ხვალ გეტყვით ყველაფერს. ხვალ 15:00 საათზე ვიკრიბებით უნივერსიტეტში. ეს არის სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოხატვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ჩვენ, ოპოზიცია გეტყვით, რას ვგეგმავთ კვირას და ორშაბათს. მერე უკვე სიტუაციაზეა დამოკიდებული. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ", - განაცხადა მან "ტვ პირველის" ეთერში.


