Accentnews.ge
ჩეხეთის ელჩი: თბილისში დააზიანეს ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენა

ჩეხეთის ელჩი: თბილისში დააზიანეს ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენა

23/11/2024 10:45:44 პოლიტიკა

საქართველოში ჩეხეთის ელჩის, პეტრ კუბერნატის თანახმად, თბილისში, ვაკის რაიონში, ჩეხეთის საელჩოს მოწყობილი გამოფენა, რომელიც 1989 წლის ხავერდოვან რევოლუციას ეძღვნებოდა, დააზიანეს.

ელჩმა კუბერნატმა 23 ნოემბერს პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც დაზიანებული საგამოფენო ბანერები ჩანს.

„სამწუხაროდ, ასე დასრულდა 1989 წლის ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩვენი გამოფენა ერთი კვირის შემდეგ“, - წერს ელჩი.

გამოფენა ვაკეში, თამარაშვილის ქუჩაზე, ვაკის რაიონის გამგეობის მოპირდაპირედ მდებარე ვაცლავ ჰაველის პარკის გალავანზე იყო განთავსებული.

„არ მჯერა, რომ ვინმეს არ მოსწონებოდა ეს გამოფენა!“ - წერს ელჩი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S