მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა
24/11/2024 17:28:51 პოლიტიკა
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა - ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ამ სხდომაზე მიწვეულები არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლიმატიური მისიების წარმომადგენლები, შეზღუდულია მედიის მუშაობაც - უსაფრთხოების არგუმენტით, პარლამენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამ დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმუშავებს მხოლოდ ტელემედია.
ცნობილია, რომ ოპოზიცია არ დაესწრება სხდომას. პარლამენტთან 24-25 ნოემბერს აქციაა დაგეგმილი.


