ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: „საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია“
25/11/2024 04:46:05 პოლიტიკა
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება.
„საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია“, - წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "საქართველოს პარლამენტის დღევანდელი სხდომა არაკონსტიტუციურია, რადგან მასობრივმა საარჩევნო გაყალბებამ ეჭვქვეშ დააყენა მისი ლეგიტიმაცია".


