Accentnews.ge
პრემიერმა იუსტიციის, საგარეო საქმეთა და გარემოს დაცვის მინისტრობის ახალი კანდიდატები წარადგინა

პრემიერმა იუსტიციის, საგარეო საქმეთა და გარემოს დაცვის მინისტრობის ახალი კანდიდატები წარადგინა

25/11/2024 06:23:17 პოლიტიკა

ახალ მთავრობაში საგარეო საქმეთა, იუსტიციის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები შეიცვლება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე უმრავლესობის წევრის მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურას წარადგენს.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის "პოსტს", ამ თანამდებობაზე ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.

ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის დავით სონღულაშვილის კანდიდატურა დაასახელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S