"რუსებო", "მონებო" – პარლამენტთან პროტესტი გრძელდება
25/11/2024 07:33:41 პოლიტიკა
პარლამენტის შენობასთან პროტესტი გრძელდება.
საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან სამართალდამცველებია მობილიზებული. თუმცა ჩიტაძის ქუჩაზე მათი განსაკუთრებული მობილიზებაა, რადგან აქედან შედიან "ქართულ ოცნების" დეპუტატები პარლამენტში. ამ ტერიტორიასთან ახლოს მყოფი დემონსტრანტები სკანდირებენ "რუსებო", "მონებო!".
პოლიციას ბლოკირებული აქვს ის ქუჩები, რომელიც დეპუტატებს პარლამენტში შესასვლელად სჭირდებათ. სამართალდამცველების რაოდენობა თანდათან იზრდება.
პარალელურად, პარლამენტის წინ და უკან რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. მათი რაოდენობა თანდათან იზრდება. დემონსტრანტების თქმით, მათი პროტესტი გაგრძელდება.
თავისუფლების მოედანზე პოლიციას მობილიზებული აქვს სპეცტექნიკა, მათ შორის – წყლის ჭავლის მანქანები. მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში სამართალდამცველებია მობილიზებული.
ოპოზიციური პარტიები და აქციის მონაწილეები ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან წუხელ შეიკრიბნენ და ღამე პარლამენტთან გაათენეს.


