სხდომა დასრულდა და დეპუტატების ნაწილმა პარლამენტი უკვე დატოვა, პროტესტი გრძელდება
25/11/2024 11:28:32 პოლიტიკა
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატები ესწრებოდნენ, დასრულდა.
დეპუტატების ნაწილმა პარლამენტი უკვე დატოვა.
საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტი გრძელდება. დემონსტრანტების თქმით, მათი პროტესტი გაგრძელდება.
ოპოზიციური პარტიები და აქციის მონაწილეები ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან წუხელ შეიკრიბნენ და ღამე პარლამენტთან გაათენეს.


