პაპუაშვილი: საქართველოს ახალი მთავრობა 28 ნოემბერს დამტკიცდება
26/11/2024 08:42:43 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ახალი მთავრობა 28 ნოემბერს დამტკიცდება.
მისი თქმით, დღეს და ხვალ მთავრობის შემადგენლობის და პროგრამის განხილვა კომიტეტებში გაიმართება.
„წარმოდგენილია მთავრობის შემადგენლობა. განხილვები იქნება დღეს და ხვალ კომიტეტებში. მთავრობის შემადგენლობის და პროგრამის განხილვა ხუთშაბათს იქნება უკვე ფრაქციის სხდომაზე და შემდეგ, პლენარულ სხდომაზე და დამტკიცება საქართველოს მთავრობის. ხუთშაბათს დავამტკიცებთ მთავრობას,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.


