Accentnews.ge
პაპუაშვილი განმარტავს, როგორ დაკომპლექტდება საარჩევნო კოლეგია, რომელიც პრეზიდენტს აირჩევს

პაპუაშვილი განმარტავს, როგორ დაკომპლექტდება საარჩევნო კოლეგია, რომელიც პრეზიდენტს აირჩევს

26/11/2024 09:21:29 პოლიტიკა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება, ხოლო ინაუგურაცია – 29 დეკემბერს.

დადგენილების პროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ საკუთარი აზრი არავის დაუფიქსირებია.

"ამჯერად პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც 300 წევრისგან შედგება.

ამ 300 წევრიდან:

  • 150 არის პარლამენტის წევრი;
  • 21 არის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი (სრული შემადგენლობა);
  • 20 არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი;
  • 109 წევრი დაკომპლექტდება საკრებულოების წევრებისგან იმ პროპორციულობითა და თანაფარდობით, რომელიც დადგა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად.

შესაბამისად, ეს კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება საქართველოს პარლამენტის შენობაში და აირჩევს პრეზიდენტს. არჩევნებს ჩაატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია", – განაცხადა პაპუაშვილმა.

  • მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მეორე ტურის გამართვის საჭიროება დადგა, მეორე ტურიც 14 დეკემბერს ჩატარდება:

"კონსტიტუციის შესაბამისად, იმისთვის, რომ პირველივე ტურში აირჩეს კანდიდატი, საჭიროა, რომ მან მოაგროვოს კოლეგიის წევრთა ხმების 2/3-ის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში თუ 2/3-ს ვერ მოაგროვებს, მაშინ იმართება მეორე ტური. არჩევნებთან დაკავშირებით კანონში არის ასევე განსაზღვრული დრო და ის დაიწყება 09:00 საათიდან. თუ ამის საჭიროება იქნება, არჩევნების მეორე ტურიც დაინიშნება იმავე დღეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოვემზადოთ ამ მნიშვნელოვანი თარიღისთვის. და ბოლოს, ამ დადგენილების პროექტის შესაბამისად 14 დეკემბერს ჩატარდება პრეზიდენტის არჩევნები".

ცნობისთვის: საქართველოს მოსახლეობა წელს პირველად არ აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით - არჩვნებზე ხმის მიცებით. მათ ნაცვლად მომავალი პრეზიდენტი არჩევა შეეძლებათ 300 ხმოსანს.

პრეზიდენტის არჩევა ხდება ხუთი წლის ვადით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S