Accentnews.ge
მელია: „იმისთვის, რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს, საჭიროა არაღიარების შენარჩუნება დემოკრატიული მსოფლიოს მხრიდან და მანდატების და სიების ჩახსნა"

მელია: „იმისთვის, რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს, საჭიროა არაღიარების შენარჩუნება დემოკრატიული მსოფლიოს მხრიდან და მანდატების და სიების ჩახსნა"

26/11/2024 09:37:43 პოლიტიკა

"პროცესის ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და არის „ოცნების“ მარტო დატოვება ე.წ. მე-11 მოწვევის პარლამენტში და არა გათითოკაცება და დამნაშავის ძებნა ოპოზიციაში,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მან ახალი არჩევნების მიღწევის რამდენიმეპუნქტიანი გეგმაც წარმოადგინა:

„იმისთვის, რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს, საჭიროა: არაღიარების შენარჩუნება დემოკრატიული მსოფლიოს მხრიდან.

მანდატების და სიების ჩახსნა ოპოზიციის მხრიდან - ეს პროცესი ჯერ არ განხორციელებულა! თუ რამეს უნდა ვითხოვდეთ დღეს ოპოზიციისგან, ზუსტად და პირველ რიგში, ამას.

ამ გზით უნდა მივიდეთ სრულ დელეგიტიმაციამდე, მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, სადაც ნებისმიერი შეძლებს, ვინც არ მოსწონს, ის არ აირჩიოს".

მელია აქციების მიმდინარეობასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკასაც გამოეხმაურა:

"საპროტესტო მოძრაობაში განსხვავებული ხალხი ვართ, წარსულში ვერ ვთანხმდებოდით ბევრ საკითხზე, ვერ შევთანხმდებით ბევრ რამეზე მომავალშიც, მაგრამ ეს მომავალი ჯერ უნდა გვქონდეს, მომავლამდე უნდა მივიდეთ.

არ შემიძლია, არ გავაკეთო მცირე კომენტარი, ყველა იმ ადამიანზე, ვინც ამ პროცესში სოციალური კაპიტალის მოპოვებას სხვისი კრიტიკით, დამუნათებით ცდილობს, ან გუშინ თბილი სტუდიიდან აკრიტიკებდა, ჯერ კიდევ მიმდინარე ცუდ თუ კარგ აქციას.

ასეთი, სხვისი კრიტიკის ხარჯზე კაპიტალიზირებული საპნის ბუშტი ბევრი მინახავს, შემდეგ ასეთივე წარმატებით გახეთქილი და დღეს სახელებიც არ გვახსოვს.

ჩემი და ჩემი მეგობრების მიმართ წამოსული კრიტიკაც ბევრი მინახავს, ხან მოქმედებისთვის გვაკრიტიკებდნენ, ხან უმოქმედობისთვის, ბრაზიც მესმის და მისი სუბლიმაციის სურვილიც, უბრალოდ ამ პროცესში მიზანი ნუ დაგვავიწყდება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S