Accentnews.ge
კალაძე: ისევ მათთვის - მათი არსებობისთვის არის მნიშვნელოვანი პარლამენტში შესვლა

კალაძე: ისევ მათთვის - მათი არსებობისთვის არის მნიშვნელოვანი პარლამენტში შესვლა

26/11/2024 10:07:34 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე თვლის, რომ ისევ ოპოზიციის "არსებობისთვის არის მნიშვნელოვანი" მათი პარლამენტში შესვლა.

„საბოლოოდ მგონია, რომ ეს ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შემოვლენ, თუმცა დღეს ამაზე საუბარი საინტერესო არ არის, სხვა უფრო ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა გასაკეთებელი. უამრავი დაპირებაა გაცემული ჩვენი მხრიდან, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი და თუ, რას გააკეთებს ოპოზიცია და რას იზამს მომავალში, შევლენ თუ არ შევლენ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ისევ და ისევ მათთვის, მათი არსებობისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტში შესვლა, თუ მათ აქვთ სურვილი, რომ იარსებონ და პოლიტიკაში დარჩნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ოპოზიციის ნაწილმა ცესკოს საარჩევნო სიების ჩახსნის მოთხოვნით მიმართა. ოპოზიციუირი პარტიები არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S