მდინარაძე ამბობს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებად არ განიხილავენ ღარიბაშვილს და გამსახურდიას
26/11/2024 10:16:11 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არ იქნება.
მისივე თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატად არც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია განიხილება.
„[ირაკლი ღარიბაშვილი] კარგი პრეზიდენტი იქნება, თუ ის იქნება, მაგრამ არ იქნება, იმიტომ რომ გუნდი სხვაზე ჯერდება,“ - განაცხადა მდინარაძემ.
მანამდე მედიაში გავრცელდა ამ ორი შესაძლო კანდიდატის შესახებ ცნობები.


