Accentnews.ge
გახარია: პრეზიდენტის ინაუგურაციას არ უნდა დაესწროს დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლობა

გახარია: პრეზიდენტის ინაუგურაციას არ უნდა დაესწროს დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლობა

26/11/2024 13:37:27 პოლიტიკა

პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციას, რომელიც 29 დეკემბრისთვის იგეგმება, დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლობა არ უნდა დაესწროს

"როგორც პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა საერთაშორისო ლეგიტიმაციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გარეშე, პრეზიდენტის 29 დეკემბერს დანიშნულ ინაუგურაციას არ უნდა დაესწროს დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლობა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი შეეცდება ეს გამოიყენოს როგორც გაყალბებული არჩევნების, უკანონო პარლამენტის, უკანონო მთავრობის და უკანონოდ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის დააღიარების მისაღებად.

ერთპარტიულად, კონსტიტუციის დარღვევით არჩეულ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს არც ხალხის და არც საერთაშორისო საზოგადოების ლეგიტიმაცია. ფაქტობრივად, ამ გზით შეეცდება თავისი ავტორიტარული რეჟიმის გაფორმებას", – განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S