გახარია – სიების ჩახსნაზე: გავაკეთებთ მაშინ და ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ
26/11/2024 13:48:22 პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია საპარლამენტო სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „გააკეთებენ მაშინ და ზუსტად ისე, როგორც ჩავთვლიან საჭიროდ”.
გახარიამ აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ არ იმოქმედებს „ნაცების“ ან „ოცნების“ დღის წესრიგით.
რაც შეეხება საპარლამენტო სიების ჩახსნის საკითხს, ჩვენ ერთხელ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: სიების ჩახსნაზე ჩვენზე ვერავინ მოახდენს წნეხს. მკაფიოდ ვამბობთ, სიების ჩახსნაზე საუბრობს ის ხალხი, რომელსაც არ აქვს არაფერი რეალური შესთავაზოს გაბრაზებულ ამომრჩეველს. იმიტომ, რომ ამომრჩეველი რეალურად გაბრაზებულია. ჩვენ ვამბობთ მარტივ რაღაცას - სიების ჩახსნაზე საუბარი არ არის ის, რაც ოპოზიციას ბრალეულობას მოუხსნის იმ კრიზისზე, რომელშიც დღეს ვართ. ვინმე თუ ფიქრობს, რომ სიების ჩახსნით პასუხისმგებლობას მოიხსნის იმ კრიზისზე, რომელშიც ქვეყანა დღეს არის, ძალიან ცდება. ვინმე თუ ფიქრობს, ან "ნაცები", ან "ოცნება" რომ ჩვენზე ზეწოლით რამენაირად მოახერხებენ, რომ ჩვენ მათი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ, ასე არ იქნება. ჩვენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ და პირველებმა ვთქვით - ამ პარლამენტს ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება, რაც დავადასტურეთ გუშინ. რაც შეეხება სიებს, გავაკეთებთ მაშინ და ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და ამას არ ვკითხავთ არც „ნაცებს“ და არც ივანიშვილს და მის პარტიას. მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ. დღეს არა, დავტოვებთ მაშინ, როცა ჩავთვლით საჭიროდ”, – განაცხადა გახარიამ.


