ხვალ ნინო ლომჯარია არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება
26/11/2024 18:16:39 პოლიტიკა
სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენელი, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის ფარგლებში თბლისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.
სხდომა 27 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩატარდება.
ნინო ლომჯარია სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ რიგით მესამე წარმომადგენელი იქნება, ვისაც პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხთან დაკავშირებით გამოკითხვას. მანამდე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენლები: ლონდა თოლორაია და ტატო ქელბაქიანი.


