მარკო მიჰკელსონი – პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე: საქართველოში ანტიდასავლური დიქტატურა მის მიერ სახელმწიფოს ხელში ჩაგდების დასრულების ზღვარზეა
27/11/2024 09:48:46 პოლიტიკა
"საქართველოში ანტიდასავლური დიქტატურა მის მიერ სახელმწიფოს ხელში ჩაგდების დასრულების ზღვარზეა", – ასე ეხმიანება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას.
ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება.
პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.


