მამუკა მდინარაძე – მანდატების შეწყვეტის შესახებ ოპოზიციის განცხადებებზე: შემოიტანონ, იქნებ რა გადაწყვეტილებას ვიღებთ? იქნებ ვუწყვეტთ ან არ ვუწყვეტთ?
27/11/2024 10:56:32 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია კომფორტში არ ამყოფებს ოპოზიციას და წინასწარ არ ეტყვის დაუკმაყოფილდებათ თუ არა მათ მანდატების გაუქმების შესახებ მოთხოვნა.
„შემოიტანონ, იქნებ რა გადაწყვეტილებას ვიღებთ? იქნებ ვუწყვეტთ ან არ ვუწყვეტთ? კომფორტში არ ვაცხოვრებთ. ის თუ ვუთხარით ვაკმაყოფილებთ თუ არა, უკვე ზუსტად ეცოდინებათ ამის შედეგები. მაგას წინასწარ როგორ ვეტყვით? შემოიტანონ, ხომ მაგრები არიან, თავმოყვარეობა ხომ აქვთ თავისი ჭკუით. მე გეუბნებით, რომ არ აქვს არც ერთს თავმოყვარეობა. თუ ამასთან დაკავშირებით უარი ითქმება, ამის საფუძვლები არსებობს. თუ თანხმობა - ესეც საფუძვლიანი იქნება. ამას წინასწარ ჩვენ არ ვილაპარაკებთ. ამ ფუფუნებაში მათ პოლიტიკურ ცხოვრებას მე ვერ შევქმნი. ზოგს იმიტომ შემოაქვს, რომ ზუსტად იციან რა შედეგი იქნება. ზოგს იმედი აქვს, რომ არ შევუწყვეტთ და მაგიტომ შემოაქვს. ზოგს იმედი აქვს, რომ შევუწყვეტთ და მაგიტომ შემოაქვს. დავალება ასეთია მათი პატრონებისგან. ეგეც გადასაწყვეტია, ერთიანად მივუდგეთ თუ სხვადასხვანაირად. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, არც ამას ვეტყვით წინასწარ“,- განაცხადა მდინარაძემ.


