Accentnews.ge
როთი: საქართველოს ერთადერთი „გლობალური ომის პარტიის“ – რუსეთის ხელში ჩავარდნა ემუქრება

როთი: საქართველოს ერთადერთი „გლობალური ომის პარტიის“ – რუსეთის ხელში ჩავარდნა ემუქრება

27/11/2024 12:13:34 პოლიტიკა

საქართველოს ერთადერთი „გლობალური ომის პარტიის“ – რუსეთის ხელში ჩავარდნა ემუქრება, - ასე ეხმიანება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას.

„მმართველ პარტიას სრული ძალაუფლება სურს. მას გაყოფილი ქვეყნის ერთმანეთთან შერიგება არ სურს. საქართველოს ერთადერთი „გლობალური ომის პარტიის“ – რუსეთის ხელში ჩავარდნა ემუქრება“, - წერს როთი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად 27 ნოემბერს დაასახელა.

მიხეილ ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S