იოზვიაკი: საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ 2 წლით გახანგრძლივდა
27/11/2024 12:27:12 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ 2 წლით გახანგრძლივდა, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს, ევროკავშირის ელჩებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივეს. იგი 2008 წლიდან ადგილზეა. ბიუჯეტი ოდნავ, 47 მილიონი ევროდან 50 მილიონამდე, გაიზარდა“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.


