Accentnews.ge
პაპუაშვილი - ყაველაშვილზე: მიზანში გავარტყით

პაპუაშვილი - ყაველაშვილზე: მიზანში გავარტყით

27/11/2024 18:52:55 პოლიტიკა

სადავო არჩევნებით დაკომპლექტებული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად შეთქმულების თეორიების აქტიური გამავრცელებელი "ხალხის ძალის" წევრის, ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე "ერთხმად" მიიღეს.

"ერთ-ერთი წარმატებული ლიდერი, პოლიტიკური მოღვაწე და პარლამენტის წევრია" - ასე ხედავს ყაველაშვილის კარიერას პაპუაშვილი.

"რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილს, მე მგონი ოპონენტების რეაქცია ყველაზე კარგი დასტურია იმისი, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. ვნახეთ, მათი პანიკური რეაქციები ამ გადაწყვეტილებაზე, შესაბამისად, ეს ადასტურებს, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. გასაგებია, რომ ჩვენ "ნაცმოძრაობის" და მისი სატელიტების მოსაწონი კანდიდატი არც გვეყოლებოდა და არც უნდა გვყოლოდა. მათი რეაქცია დასტურია იმისა, რომ ზუსტად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და მიზანში გავარტყით იმ მხრივ, რომ ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს წინა სამ პრეზიდენტს არ ჰქონდა, ეს არის ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება.

მიხეილ ყაველაშვილს რაც შეეხება, ერთის მხრივ არის, მისი წარმატებული სპორტული კარიერა, და მეორეს მხრივ, მისი წარმატებული პოლიტიკური კარიერა. ბოლო 8 წელია ის აქტიურ პოლიტიკაშია, ერთ-ერთი წარმატებული ლიდერი, პოლიტიკური მოღვაწე და პარლამენტის წევრია. მანამდეც, ის ბოლო 20 წელია, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო იმ რეჟიმის მოწინააღმდეგე, იბრძოდა იმ რეჟიმის წინააღმდეგ და შემდეგ, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, ის აკეთებდა ყველაფერს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ნაცობა," როგორც იდეოლოგია აღარასდროს მობრუნებულიყო ამ ქვეყანაში," - თქვა პაპუაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S